ახალციხელი ჯარისკაცი დღეს, 12 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენთან მდებარე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
40 წლამდე კაცი გორის პირველ ქვეით ბრიგადაში მსახურობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
პოსტი ნახა: 841