შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია – ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია

ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.