ბორჯომის მერია - მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში, ჯამში 13.5 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

ბორჯომის მერია - მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში, ჯამში 13.5 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

21-10-2024 10:20

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში 13.5 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი უკვე დასრულდა, ნაწილი კი მიმდინარეობს.

„გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა შემდეგ სოფლებში: სოფელ ანდეზიტში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია; სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია.სოფელ პატარა მიტარბში მისასვლელი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია; დაბა ახალდაბაში ბორჯომის ქუჩის მიმდებარედ შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელი მოლითიდან-ტაბაწყურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (I და II ეტაპი ); დაბა ბაკურიანში (წაქაძის ქუჩა). სოფელ ტბაზე და სოფელ ცემში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ სადგერში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ კორტანეთში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; სოფელ ცემში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ყვიბისში ბერის საყდრების მონასტერთან მისასვლელი გზის (II მონაკვეთი) რეაბილიტაცია. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 135


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!