შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მეურნეობაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მეურნეობაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ – ის ფარგლებში ხორციელდება და პროექტით მიხედვით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება.

„პროექტის მიხედვით მოეწყობა კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, ბილიკები დეკორატიული ფილებით, კალათბურთის ფარები, შადრევანი, სარწყავი სისტემა, გამწვანება, გარეგანათება, მოაჯირი.

სამუშაოები„სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ – ის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება“,- ნათქვამია ინფორმაციაში