დიმიტრი მედვედევი მოსკოვში მომხდარზე - ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით - თუ დადგინდება, რომ კიევის რეჟიმის ტერორისტები იყვნენ, ყველა უნდა ვიპოვოთ და დაუნდობლად გავანადგუროთ

დიმიტრი მედვედევი მოსკოვში მომხდარზე - ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით - თუ დადგინდება, რომ კიევის რეჟიმის ტერორისტები იყვნენ, ყველა უნდა ვიპოვოთ და დაუნდობლად გავანადგუროთ

22-03-2024 16:18
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დმიტრი მედვედევი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

თავის განცხადებაში მედვედევი კიევს ახსენებს და აცხადებს, რომ თუკი "კიევის ტეეორისტების" კავშირო დადგინდება, უნდა იპოვონ და გაანადგურონ, მათ შორის მათი "იდეოლოგიური შთამაგონებლები" და ხელისუფლების ოფიციალური პირები.

“ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. არანაირი სასამართლოები და გამოძიებები არ დაგვეხმარება, თუ ძალას ძალას არ დავუპირისპირებთ, ხოლო სიკვდილს - ტერორისტების მასობრივ მკვლელობებსა და მათი ოჯახების წინააღმდეგ რეპრესიებს.

თუ დადგინდება, რომ ეს კიევის რეჟიმის ტერორისტები [იყვნენ], მათთან და მათ იდეოლოგიურ შთამაგონებლებთან სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია, ყველა მათგანი უნდა ვიპოვოთ და დაუნდობლად გავანადგუროთ, როგორც ტერორისტები. მათ შორის სახელმწიფოს ოფიციალური პირები, რომელთაც ასეთი ბოროტმოქმედება ჩაიდინა. სიკვდილი სიკვდილის საპასუხოდ,” - წერს მედვედევი.

მოსკოვის ცენტრში, "კროკუს სითი ჰოლში" ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. "ეფესბე"-მ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 40 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი.

პოსტი ნახა: 189


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!