შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს.

„ახლახან, ევროკავშირის ელჩები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, სანქციების ძლიერ და არსებით მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. აღნიშნული პაკეტი მიზანმიმართულ ახალ ზომებს ითვალისწინებს და ხვრელების დახურვით არსებული სანქციების ზემოქმედებას მაქსიმალურად ზრდის“, – ნათქვამია განცხადებაში.

სანქციების მე-14 პაკეტს ევროკავშირის ელჩები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავდნენ და მის მიზანს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადაზიდვის შეზღუდვა წარმოადგენს.