ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, ადამიანების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისას ზოოპარკში ბოლო 5 წლის განმავლობაში, ორი ცხოველი დაიღუპა

ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, ადამიანების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისას ზოოპარკში ბოლო 5 წლის განმავლობაში, ორი ცხოველი დაიღუპა

21-12-2023 05:57
კატეგორიები: ახალი ამბები

ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ადამიანების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისას „ზოოპარკში ბოლო 5 წლის განმავლობაში, ორი ცხოველი დაიღუპა“.

როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადა, პიროტექნიკის გამოყენება ცხოველებში ქცევის შეცვლას იწვევს.

„მოულოდნელი ხმაური, რომელსაც თან განათება მოჰყვება, ცხოველებისთვის გაუგებარი და აუხსნელია, შესაბამისად, დიდი საფრთხის შემცველია მათთვის. რაც შეეხება, ქცევის შეცვლას, ის სხვადასხვანაირია და ცხოველებზეა დამოკიდებული. ზოგ შემთხვევაში ისინი არიან დამალულები, ზოგ შემთხვევაში იწყებენ სირბილს ყოველგვარი გარკვეული მიმართულების გარეშე. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ისეთი ცხოველებისთვის, როგორებიც არიან ჩლიქოსნები. ისინი დიდი ზომის ცხოველები არიან და დიდი წონაც აქვთ. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასე ხდება ხოლმე ცხოველების დაზიანება და შეიძლება დაღუპვაც. ეს პრობლემის ერთი გზაა. მეორე არის სტრესი, რომელსაც ცხოველები შეიძლება, რომ სხვადასხვანაირად გამოხატავდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა მძიმე დაავადება განვითარდეს. ის შესაძლოა, არა მყისიერად, არამედ რამდენიმე დღეში გამოვლინდეს და ნებისმიერი ჩარევა ასეთ დროს უკვე გვიანი იყოს“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

ამასთან, ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში პიროტექნიკის გამოყენებისას ზოოპარკში ანტილოპის სახეობის ორი გნუ დაიღუპა.

„ერთი დაიღუპა ინფარქტით და მეორე, სხვა ცხოველებმა გადათელეს შიშის", - განაცხადა გურიელიძემ.

პოსტი ნახა: 385


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!