თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

09-12-2023 10:14
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, არაგვის ხიდზე (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება, ხოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მიმდინარე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 277


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!