შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თურქეთში, ნევშეჰირის პროვინციაში მიკროავტობუსი ამოტრიალდა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 15 ტურისტი, 2 მძღოლი და ერთი გიდია.

ავტოსაგზაო შემთხვევა კაპადოკიიდან ანტალიისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, წვიმიანი გზის გამო, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა.