იანვარ-თებერვალში საქართველომ ტურიზმიდან 574 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო - galt&taggart

იანვარ-თებერვალში საქართველომ ტურიზმიდან 574 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო - galt&taggart

11-03-2024 07:54
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

იანვარ-თებერვალში საქართველომ ტურიზმიდან 574 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

„ჩვენი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 14.4%-ით გაიზარდა და 275 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით კი, ეს მაჩვენებელი წლიურად 34.6%-ით არის გაზრდილი.

ჯამურად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 574 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (+10.7% წ/წ).

ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+10.0% წ/წ) მიაღწევს,“ - ნათქვამია კვლევაში.

პოსტი ნახა: 230


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!