შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კონსტანტინოვკაში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში სუპერმარკეტზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულების რიცხვი კი 37-ია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაბომბვის შედეგად ასევე დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები და ათზე მეტი ავტომობილი.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ყველაფერი გაკეთდება ნანგრევებში მოყოლილი და დაშავებული ადამიანების გადასარჩენად.