კონსტანტინოვკაში რუსებმა სუპერმარკეტი დაბომბეს - დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 24

კონსტანტინოვკაში რუსებმა სუპერმარკეტი დაბომბეს - დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 24

09-08-2024 08:05

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ქალაქ კონსტანტინოვკაში სუპერმარკეტი დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინსა და უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.

„კონსტანტინოვკა, დონეცკის ოლქი. რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ სუპერმარკეტს და ფოსტას. ხალხი ნანგრევების ქვეშაა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ყველაფერი გაკეთდება ხალხის გადასარჩენად. ამ დროისთვის ცნობილია 4 გარდაცვლილის შესახებ. სულ მცირე 24 ადამიანი დაშავდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პოსტი ნახა: 194


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე