ანკარაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 26 - დაშავდა

ანკარაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 26 - დაშავდა

09-08-2024 07:47
პოსტი ნახა: 266

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ავტოსაგზაო შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 26 კი - დაშავდა.

თურქული მედიის ცნობით, ავტობუსი, რომელიც იზმირიდან აგრის მიმართულებით გადაადგილდებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდის ჯებირს შეეჯახა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა ავტობუსში მყოფი რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს და ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მძღოლის ვინაობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე