მასშტაბური საპროტესტო ტალღის ფონზე ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

მასშტაბური საპროტესტო ტალღის ფონზე ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

მასშტაბური საპროტესტო ტალღის ფონზე ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ დაკაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრნენ.

დასავლური მედიასაშუალებები წერენ, რომ შეიხ ჰასინამ ბანგლადეში დატოვა.

4 აგვისტოს საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 13 პოლიციელია.

ბანგლადეშში საპროტესტო აქციები ივლისიდან გრძელდება. დემონსტრანტები საჯარო სამსახურში კვოტების სისტემის გაუქმებას ითხოვენ. ივლისის შემდეგ ბანგლადეშში, სულ მცირე, 290 ადამიანი დაიღუპა არეულობის შედეგად.

შეიხ ჰასინა ბანგლადეშის მთავრობას 2009 წლიდან მართავდა.

პოსტი ნახა: 581


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!