შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მთავრობა შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩებს, ასევე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს

საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც შვეიცარიის კონფედერაციაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩებს, ასევე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს.

განკარგულება 26 აგვისტოთი თარიღდება და მასზე ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

შესაბამისი განკარგულებით მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს წინადადებით მიმართავს, რომ სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან 2024 წლის 15 ოქტომბერს გათავისუფლდეს;

ვიქტორ დოლიძე ნატოს-თან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობას 2024 წლის 21 სექტემბერს დატოვებს;

რევაზ ლომინაძე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს დატოვებს;

ალექსანდრე მაისურაძე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან 1-ელ ოქტომბერს გათავისუფლდება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩებისა და წარმომადგენლების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი როტაციის ვადის ამოწურვა გახდა.