მომდევნო დღეებში, ქვეყნის მასშტაბით უმეტესად ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება - მაღალმთიან რეგიონებში მოთოვს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბრის საღამოდან 10 დეკემბრის საღამომდე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
ამასთან, სააგენტოში განმარტავენ, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა