შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ მარტვილის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ მარტვილის ოფისი გახსნა.

როგორც კოალიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ოფისის გახსნაზე ელენე ხოშტარიამ ხაზი გაუსვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, პრეზიდენტის ქართული ქარტია, მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა და მარტვილის მოსახლეობას გააცნო “კოალიცია ცვლილების” ხედვები.

„ეს არის არჩევნები, სადაც წყდება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ბედი. ეს არის არჩევნები, სადაც წყდება ამ ქვეყნის მომავალი იარსებებს თუ არა ეს ქვეყანა. ამ ქვეყანას არ აქვს მომავალი რუსეთში, ამ ქვეყნის მომავალი ევროპაშია, სადაც პატივს სცემენ კულტურას, ისტორიას, განათლებას, იცავენ მშვიდობას. ჩვენი კოალიციის სათქმელია, რომ ჩვენ ვართ კოალიცია, სადაც არის მრავალფეროვნება, ჩვენ ვართ პარტნიორები, რომლებსაც ბევრჯერ გვიკამათია, სხვადასხვა პოზიციაზე ვყოფილვართ და პარტნიორები, რომლებმაც ხელი ჩავკიდეთ ერთმანეთს, როცა ქვეყანას დასჭირდა. ავაშენებთ საქართველოს, სადაც კი არ ვყოფთ, არამედ ვერთიანდებით. ქართველი ხალხი იმსახურებს ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა, რომ ის, რაც მოგვყავს, სხვაგან გაიყიდოს, გვეკუთვნის ეს ჩვენც და ეს ვანახეთ საქმით. ახლა ეს უნდა გადავთარგმნოთ არჩევნებზე. ხმებსაც დავიცავთ, თქვენც დაგიცავთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, გავერთიანდებით, ყველანაირ ბრაზს გადავდებთ და მოვალთ ხელისუფლებაში კოალიციურად. როგორც ქარტიაში წერია, დავუბრუნდებით ევროკავშირის გზას, რომ ჩავატაროთ ისეთი არჩევანი, როგორც ეკადრება ჩვენ ქვეყანას. ჩვენ ვიცით, როგორ გადავჭრათ მარტვილელებისა და თითოეული მოქალაქის პრობლემები“, – განაცხადა ხოშტარიამ