შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ, რომ USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლას დაფინანსება შეუჩერა

საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ, რომ USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის პროექტს დაფინანსება შეუჩერა.

“ჩვენ გვაქვს საზაფხულო სკოლა, რომელიც USAID-ის, ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი და, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი პროექტია. წელს, usaid-მა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა დაფინანსება. ევროსაბჭოს არ მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება”, – აცხადებენ საკონსტიტუციოში სასამართლოში.