საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს, მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
პოსტი ნახა: 848