შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სამტრედიაში მეზობელმა მეზობელი მოკლა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობლის სახლში ქურდობის მიზნით იყო შესული, სახლის პატრონმა იცნო, რის გამოც თავში ნაჯახით ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.