შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

BBC-ი წერს, რომ პირველი შემთხვევაა, როცა მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულ გაერთიანებას“ რეალური შანსი აქვს, მართოს მთავრობა და კონტროლი მოიპოვოს ეროვნულ ასამბლეაზე, თუმცა, გასულ კვირას გამართულ პირველ ტურში „ეროვნულ გაერთიანების“ მიერ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ასობით კონკურენტმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, რათა მეტი შანსი მიეცა სხვებისთვის ულტრამემარჯვენეების დასამარცხებლად.

ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და ეგზიტპოლების შედეგები 12 საათის შემდეგ გამოქვეყნდება.

BBC-ი წერს, რომ არჩევნებში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი 217-მა კანდიდატმა განაცხადა, მათ შორის 130-მა „სახალხო ფრონტის“ კანდიდატმა და 81-მა კანდიდატმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსიდან. ამ ნაბიჯმა მკვეთრად შეცვალა არჩევნების ბალანსი. კვირას პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნებული პროგნოზების თანახმად, „ეროვნულ გაერთიანებას“ საკანონმდებლო ორგანოში 289 მანდატის, ანუ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ პარასკევს ჩატარებული საბოლოო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ახლა ეს შეუძლებელია და ულტრამემარჯვენე პარტია, მაქსიმუმ, 205-210 მანდატს მოიპოვებს.