საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა

06-07-2023 08:37
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და იუდიტ ვარგამ ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ერთობლივ დეკლარაციას. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ერთობლივი დეკლარაცია ლოგიკური გაგრძელებაა იმ მჭიდრო და სწრაფი თანამშრომლობისა, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებს შორის 2021 წელს ვენეციაში გამართულ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში დაიწყო.

დეკლარაციის მიზანი ორ სახელმწიფოს შორის იუსტიციის სფეროში შემავალ კონკრეტულ თემატურ საკითხებზე ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დაგეგმილი მთავრობათაშორისი შეხვედრის მომზადებაა.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ინიციატივითა და ძალისხმევით.

დოკუმენტის ხელმოწერამდე რატი ბრეგაძემ და იუდიტ ვარგამ შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ამ პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, უნგრეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ანა სიკო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოსტი ნახა: 378


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!