საწვავის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის - „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე

საწვავის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის - „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე

21-05-2024 05:20
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდება, საწვავის ფასი დაიწევს.

როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამჟამად „მომატებული ფასების ტენდენცია არის, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ განგაში ავტეხოთ“.

„რყევები იქნება იმიტომ, რომ ამას წლების განმავლობაში პრაქტიკა გვაჩვენებს. თუ მოიკლებს, ცუდი არ იქნება და უნდა მოიკლოს. ეს ყველა ბრენდირებული კომპანიის ინტერესია. ეს ტენდენცია თუ გაგრძელდება, [საწვავის] ფასი დაიკლებს“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

მან საწვავზე დეფიციტის შესაძლო შექმნა გამორიცხა.

„ვერ დავეთანხმები ვერცერთ ექსპერტს, რომ ჩვენ რაიმე დეფიციტი შეგვექმნა. შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი დეფიციტის საშიშროება ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა, არ იქნება და არც მოსალოდნელია. რუსეთში არის დეფიციტი იმიტომ, რომ გადამამუშავებელი კომპლექსები რუსეთს თანდათან ხელში ადნება. ახლა წავიდა იმაზე ლაპარაკი, რომ ალბათ, ძალიან მალე რუსეთი მოხსნის ემბარგოს და შემოგვთავაზებს, მაგრამ მინდა გითხრათ, თუ ის ჩვენ არ მოგვცემს კარგი ფასდაკლებით საწვავს და იქნება იგივე ფასი, რაც ევროპიდან მოდის, მაშინ რა აზრი აქვს?! უნდა მოგვცეს ფასდაკლებით და თუ არა, მაშინ არ გვინდა“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

მისი განმარტებით, საქართველოს შიდა სანავთობო ბაზარი სარკისებურად არის დაკავშირებული იმ მოვლენებზე, რაც საერთაშორისოო სანავთობო ბაზრებზე ხდება.

„ამ პოლიტიკას განსაზღვრავს დადგენილებები. წინ და წინ იმას ვერ განსაზღვრავ. გეთანხმებით, რომ გვაქვს კლების ტენდენცია, მაგრამ ჩვენ რომ მყისიერად მოვახდინოთ რეაგირება აღნიშნულ თემაზე, ეს არც ისე დიდი რყევებია იმიტომ, რომ ქვეყანაში ძალიან დიდი მარაგებია. ნებისმიერ დიდ კომპანიას ძალიან დიდი მარაგი აქვს დღეისთვის შექმნილი. ეს არის მოკლევადიანი რყევები“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

პოსტი ნახა: 111


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!