შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სვანეთში დაკარგული ორი პირი იპოვეს

სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, დაკარგული ახალგაზრდები ოჯახის წევრებს დაეკონტაქტნენ.

ისინი ცოცხალი და უვნებლები არიან.

“ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც დაახლოებით, 200 მეტრში შეგვხდა დათვი. ამის მერე წამოვყევით ტყეში და ვიარეთ 4-5 დღე. ტელეფონი დაგვიჯდა ორივეს. კვალი არ აგვრევია, უბრალოდ ქედით გადმოსვლა გადავიფიქრეთ დათვის გამო და ჩამოვედით ტყით. პირველივე ოჯახს ვკითხე მაღაზია და თქვენ გეძებენ სავარაუდოდო”, – განაცხადა ერთ-ერთმა ახალგაზრდა, გოგიტა ფარჯიანმა.

ცნობისთვის, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. დღეს დილიდან მათი ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო.