შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

უბედური შემთხვევა გორში – თვითმხილველების ცნობით მტკვარში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო.

მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო. როგორც ,,თრიალეთს’’ თვითმხილველებმა აცნობეს მოზარდი წყლის დინებამ გაიტაცა და მდინარიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო ხოლო მასთან ერთად მყოფი 6 წლის ბიჭი თვითმხილველებმა მდინარიდან დროულად ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით ადგილზე გორის სამაშველო ჯგუფი მუშაობს.