შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დაკავებულია 3 პირი

ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – დანაშაული გვიან ღამით მოხდა. მკვლელობა საავტომობილო გზის მიმდებარედ მოხდა, სადაც არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. მოკლულია 25 წლამდე მამაკაცი, რომელსაც დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება და დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

როგორც შსს-მ განაცხადა, დაკავებულა სამი პირი. მომხდარზე კი გამოძიება 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ერთ ერთი ბრალდებული ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოვიდა