შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება. აღნიშნულის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა, სადაც პრემიერმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის თბილისის დელეგატები წარადგინა.

ვარლამ ლიპარტელიანი დელეგატად სამგორის რაიონში იქნება წარმოდგენილი. კობახიძის თქმით, დასახელებული დელეგატები თავიანთ ოლქებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.

ამასთან, პრემიერმა განმარტა, რომ ყველა დელეგატი წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში, ე.წ. გამსვლელ ადგილებზე.