შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაშავდა სამი ადამიანი

რამდენიმე წუთის, ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავი ,,ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომანქანა საპირისპირო მიმართულებით გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილის მძღოლმა და ორმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან.

ამ წუთებში, მაშველები, სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადმოყვანას ცდილობენ.