“ხმაური რომ ატყდა, გამოვედი, რა მოხდა-მეთქი და ეკა მკვდარი აგდიაო”

“ხმაური რომ ატყდა, გამოვედი, რა მოხდა-მეთქი და ეკა მკვდარი აგდიაო”

02-12-2023 04:52
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანში მცხოვრები 53 წლის ეკა გულაშვილი თანასოფლელმა მამაკაცმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ქალს სხეულზე ნაჯახით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მოკლულის ცხედარი მეზობლებმა დილით კორპუსის ეზოსთან იპოვეს.

“კურიერმა” გაარკვია, რომ ბრალდებული წალკის ფსიქიატრიული კლინიკის ადმინისტრატორი 47 წლის ვოსკან ვოსკანიანია. ამავე კლინიკაში მუშაობდა ეკა გულაშვილი. კონფლიქტის მოტივად პირადი უთანხმოება სახელდება, რასაც წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება.

სავარაუდო დამნაშავის ოჯახში კამერების წინ საუბარი არ სურთ. “კურიერის” გადამღებ ჯგუფს დაკეტილი დახვდა მოკლული ქალის საცხოვრებელი სახლიც. ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, თუმცა კონფლიქტის მოტივზე საუბარი უჭირთ.

ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის მარნეულში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 47 წლის მამაკაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პოსტი ნახა: 749


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!