2023 წელს სამუშაოს შესრულების დროს 34 ადამიანი დაიღუპა, 347 კი დაშავდა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი – 21 ადამიანი დაიღუპა მშენებლობისას, 8 ადამიანი დაიღუპა დამამუშავებელ მრეწველობის სექტორში დასაქმებული, 2 – მრეწველობაში, ერთი ადამიანი – საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ობიექტში, ერთი – განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებულ ობიექტში, ერთი კი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში დასაქმებული.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, შარშან სამუშაოს დროს გარდაცვლილებიდან 34-ივე იყო მამაკაცი.
რაც შეეხება დაზარალებულებს, საქსტატის ცნობით, შარშან სამუშაოს შესრულებისას 347 ადამიანი დაშავდა, აქედან ყველაზე მეტი – 74 ადამიანი საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ობიექტში, 73 ადამიანი დაშავდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში დასაქმებული, 57 ადამიანი – სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებული, 47 – მშენებლობაზე და ა.შ.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, დაშავებულებიდან 247 იყო მამაკაცი, 100 კი ქალი.