შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

6 თვეში, საქართველოში 5985 ხანძარი დაფიქსირდა – ხანძრებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მიმდინარე წლის I-II კვარტალში საქართველოში 5985 ხანძარი დაფიქსირდა. შესაბამის სტატისტიკას „საქსტატი“ ავრცელებს. ხანძრებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 122 დაშავდა.

ამასთან, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხანძრისგან განადგურდა 253 შენობა-ნაგებობა და დაიღუპა 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.