2023 წლის მესამე კვარტალში, შიდა ქართლში 97 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

2023 წლის მესამე კვარტალში, შიდა ქართლში 97 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

03-11-2023 03:24
კატეგორიები: COVID-19

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში, საქართველოში 1496 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 121 და დაშავდა 2027 მოქალაქე.

სტატისტიკის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია (659 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მეორე ადგილზე კი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (183 შემთხვევა).

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: აჭარა - 168 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 67, შიდა ქართლი - 97, ქვემო ქართლი -120, კახეთი-85, სამცხე-ჯავახეთი - 31, მცხეთა- 51, გურია - 35.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 497 შემთხვევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას უკავშირდება მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით, მეორე ადგილზე კი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა/შეჯახებაა ქვეითად მოსიარულეზე - 397 შემთხვევა.

ამასთან, ამავე პერიოდში 203 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა აღრიცხული მოტოციკლეტისტის მონაწილეობით.

პოსტი ნახა: 369


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!