აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

02-05-2025 21:17
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 677
"აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ომარ ლანჩავას გარდაცვალების გამო.
იგი წლების მანძილზე მოღვაწეობდა უნივერსიტეტში ჯერ კულტურის ისტორიისა და არქეოლოგიის, შემდეგ არქეოლოგიისა და სიძველეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, 1996-2005 წლებში გახლდათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო და სასწავლო მუშაობის დარგში. ომარ ლანჩავამ საფუძველი ჩაუყარა უნივერსიტეტში არქეოლოგიის სკოლას და უამრავი ახალგაზრდა აზიარა არქეოლოგიური მეცნიერების საიდუმლოს. მისი ხელმძღვანელობით ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჩვენს ქალაქსა და იმერეთის რეგიონში გამოავლინა და შეისწავლა საქართველოს ისტორიის ამსახველი უნიკალური არქეოლოგიური ძეგლები. განუზომელია მისი ღვაწლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაში.
სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს."



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე