აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ მდინარე პოტომაკიდან 30-ზე მეტი ცხედარი ამოიყვანეს

აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ მდინარე პოტომაკიდან 30-ზე მეტი ცხედარი ამოიყვანეს

30-01-2025 16:59
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 994

აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ მდინარე პოტომაკიდან 30-ზე მეტი ცხედარი ამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

NBC News-ის ცნობით, კატასტროფის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რთული პირობების მიუხედავად, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება.

ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.

ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის ცნობით, თვითმფრინავში 64 ადამიანი, ხოლო ვერტმფრენის ბორტზე სამი სამხედრო იმყოფებოდა.

აშშ-ის ფიგურული ციგურაობის ასოციაციის განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე ასოციაციის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა. მანამდე, რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ცნობილი რუსი მოციგურავეები, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები, ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი იმყოფებოდნენ.

ავიაკატასტროფას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შემთხვევის „თავიდან აცილება შეიძლებოდა“.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე