ფიტარეთის ტერიტორიაზე ხანძარია

ფიტარეთის ტერიტორიაზე ხანძარია

30-01-2025 17:13
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა

ფიტარეთის ტერიტორიაზე ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები.

„ცეცხლი მონასტრის კელიების ზემოთ არის გაჩენილი. მიზეზები ჩვენთვის უცნობია. მონასტრის სპეციფიკური მდებარეობის გამო, სახანძრო მანქანების საჭირო რაოდენობით წყლის მომარაგება გაძნელებულია. იმედს ვიტოვებთ, რომ ხანძრის კერა დროულად იქნება ლოკალიზებული და ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საფრთხე არ შეექმნება“, - აცხადებს მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.

მისივე ინფორმაციით, უკვე მიაწოდეს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ადგილზე სპეციალისტების ადგილზე ჩასვლას ელოდებიან.

პოსტი ნახა: 1971


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე