„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
ყრილობას 350-ამდე დელეგატი ესწრება.
 
                                 
                         
                         
                         
                 
             
                         
             
             
             
             
             
             
             
             
                 
                