ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

26-03-2025 16:51
კატეგორიები: სპორტი

ფარერების ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ივნისში მათი გუნდი ამხანაგურად საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 5 ივნისს ჩვენს ქვეყანაში შედგება.

მოგეხსენებათ, "ჯვაროსნებმა" ივნისში 2 ამხანაგური მატჩი უნდა გამართონ, მეორე მეტოქის ვინაობა კი ამ დროისთვის უცნობია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები ფარერებს ისტორიაში ორჯერ დაუპირისპირდა. 2008 წლის მსოვლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაშინ კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა გასვლაზე 6:0 მოიგო, საკუთარ მოედანზე კი მეტოქეს 3:1 აჯობა.

პოსტი ნახა: 409


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე