თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის ინფორმაციით, მთაწმინდის პარკთან ჩამონგრეული შენობა, რასაც ადამიანი ემსხვერპლა, კერძო პირის საკუთრებაა და უსაფრთხოების ნორმები მას უნდა დაეცვა

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის ინფორმაციით, მთაწმინდის პარკთან ჩამონგრეული შენობა, რასაც ადამიანი ემსხვერპლა, კერძო პირის საკუთრებაა და უსაფრთხოების ნორმები მას უნდა დაეცვა

26-03-2025 16:57
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 992

ეს ტერიტორია არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ეს კერძო საკუთრებაა - კერძო მესაკუთრეა ვალდებული დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, - ამის შესახებ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სერგო ბირკაძემ განაცხადა, რითაც მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე მტკიცებით, თბილისის მერია ცდილობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიები მაქსიმალურად დაიცვას.

„პირველ რიგში, ძალიან სამწუხარო ფაქტია და რა თქმა უნდა, ამ ოჯახს უნდა მივუსამძიმროთ.

რაც შეეხება უშუალოდ ამ ტერიტორიას, ეს ტერიტორია არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ეს კერძო საკუთრებაა. კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით, კერძო მესაკუთრეა ვალდებული დაიცვას უსაფრთხოების ნორმები.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ჩვენ მაქსიმალურად ყოველთვის ვცდილობთ, რომ მუნიციპალური ტერიტორიები დაცული იყოს და ნაკლებად იყოს გამომწვევი რაიმე ინციდენტების”, - განაცხადა სერგო ბირკაძემ.

ცნობისთვის, ორი დღის წინ მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე