გაერო-მ, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის გამო, 9 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

გაერო-მ, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის გამო, 9 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

გაერო-მ პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს 9 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი, სავარაუდოდ, ჩართული იყვნენ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში.

გაერო-ს შიდა ზედამხედველობის სამსახურის ოფისმა განაცხადა, რომ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნული ცხრა თანამშრომლის ოქტომბრის თავდასხმაში პოტენციურ მონაწილეობაზე მიუთითებს. გამომძიებლებმა დასკვნის მისაღებად პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს შიდა ინფორმაცია, მათ შორის პერსონალის დოკუმენტაცია, ელ-ფოსტა და სხვა საკომუნიკაციო მონაცემები, განიხილეს.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. თავდასხმის შედეგად 1 200 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 250 კი მძევლად აიყვანეს.

პოსტი ნახა: 178


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!