განათლების მინისტრის განცხადებით, ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში ახალგაზრდები 500 ლარს მიიღებენ

განათლების მინისტრის განცხადებით, ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში ახალგაზრდები 500 ლარს მიიღებენ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სტუდენტებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებაზე საბუთების მიღება 2 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით გამოცხადდება.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ანაზღაურების სახით ახალგაზრდებს 500 ლარი დაერიცხებათ.

„კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებულს, ვინც წელს დაამთავრა ბაკალავრიატი, ასევე, ყველა მეოთხე კურსელს, ყველა მაგისტრანტს, ვინც მაგისტრატურაზე სწავლობს და ვინც წელს დაამთავრა მაგისტრატურა. ძირითად კრიტერიუმებად განისაზღვრა მათი აკადემიური მოსწრება, ეს იქნება „ჯი პი ეი“ თუ ქულათა სისტემა, როგორც მათ აქვთ თავიანთ უნივერსიტეტებში.

რაც შეეხება უწყებებს, კონკურსანტებისთვის შეთავაზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა სამინისტრო, მათი საქვეუწყებო დაწესებულებები, შესაბამისი დეპარტამენტები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ასევე თვითმმართველი ყველა ტერიტორიული ორგანო, ვინაიდან ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს მისი ადგილსამყოფელის და ინტერესების მიხედვით, რაც შეიძლება ფართო სპექტრი აირჩიოს. მათ შესაძლებლობა აქვთ რამდენიმე უწყება აირჩიონ და პორტალზე შესვლისას უკვე კონკრეტული ჩაშლილი მიმართულებები დახვდებათ. ვთქვათ, განათლების სამინისტროს პირობებში მათ შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე დეპარტამენტში, რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში თავიანთი პროფესიების მიხედვით მონიშნონ შესაბამისი ადგილები, რომელიც მათ ინტერესებს და მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 8 აგვისტოს შემდეგ უკვე დაიწყება გასაუბრებების მეორე ეტაპი და აგვისტოში მთლიანად დამთავრდება აღნიშნული შერჩევის პროცედურა. პირველის სექტემბრიდან 4 თვის განმავლობაში სამი ათასზე მეტი ახალგაზრდა დაიწყებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას, ადგილზე ეყოლებათ თავიანთი მენტორები. შეძლებისდაგვარად შეეცდებიან ხელი ყველანაირად შეუწყონ, როგორც გრაფიკში, ისე სამუშაოს ათვისებაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალიან კარგი და განახლებული ნაკადიდან დიდი რაოდენობა დარჩება და შემდგომ უკვე ძირითად სამუშაოს ადგილზე გააგრძელებენ იმ უწყებებში, სადაც მოხვდებიან. ამიტომ მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება“, - განაცხადა ამილახვარმა.

პოსტი ნახა: 125


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!