მიმდინარე სასწავლო წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად, თსუ-ს 150 ასისტენტი - ახალგაზრდა მეცნიერი შეემატება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასისტენტის თანამდებობაზე დოქტორანტი 3 წლის ვადით აირჩევა.
„სასწავლო და კვლევითი პროცესების გასაძლიერებლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრების მოსაზიდად. აღნიშნულის მხარდასაჭერად, თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით, მიმდინარე სასწავლო წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად, თსუ-ს 150 ასისტენტი - ახალგაზრდა მეცნიერი შეემატება.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით, ასისტენტი განახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში. ასისტენტის თანამდებობაზე დოქტორანტი 3 წლის ვადით აირჩევა.
ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციით, უნივერსიტეტის აკადემიური პროცესის მდგრადი განვითარებისთვის, თსუ-ს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობას მოწვეულ ლექტორებსაც შესთავაზებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს პროფესიონალი ახალგაზრდა კადრების აღზრდას, აკადემიური სფეროს განვითარებას, სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.