ოზურგეთში, გომის მთის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა 1 მგზავრი, რამდენიმე კი დაშავდა.
როგორც გამოცემა "ბათუმელები" წერს, მიკროავტობუსით უცხოელი ტურისტები გადაადგილდებოდნენ, დაღუპული მგზავრი კი საქართველოს მოქალაქე გიდი იყო.