გორში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, 2 წლის გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა და პალატაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, დღეს დილით, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა.