ირაკლი კობახიძე - 1-ელ ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამას - ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც ერთდროულად იქნება ამბიციურიც და განხორციელებადიც

ირაკლი კობახიძე - 1-ელ ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამას - ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც ერთდროულად იქნება ამბიციურიც და განხორციელებადიც

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით „ქართული ოცნება“ 1-ელ ოქტომბერს საზოგადოებას ახალ საარჩევნო პროგრამას წარუდგენს.

მისივე განმარტებით, პროგრამა, რომელსაც პარტია წარადგენს „ერთდროულად იქნება ამბიციურიც და განხორციელებადიც.“

„1-ელ ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამას. ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც ერთდროულად იქნება ამბიციურიც და განხორციელებადიც. ჩვენი საარჩევნო პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს წინსვლა ყველა მიმართულებით: დაწყებული ეკონომიკური ზრდით და დამთავრებული ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებით.

ყოველგვარი განვითარება შეუძლებელია თუ არ გვექნება მშვიდობა და სიმშვიდე ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოსტი ნახა: 50


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!