ირაკლი კობახიძე - 20 წლის განმავლობაში პირველად, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი არ არის

ირაკლი კობახიძე - 20 წლის განმავლობაში პირველად, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი არ არის

24-02-2025 14:32
კატეგორიები: პოლიტიკა

გასული 20 წლის განმავლობაში პირველად, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული სისტემა შეუფერხებლად განვითარდეს - ჩვენ ქართულ საზოგადოებას ეს დაპირება მივეცით, დაპირება დიდწილად შესრულდა და მის შესრულებას განვაგრძობთ! - ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის განვითარების საპირისპირო მიმართულებით წარმართვას ცდილობენ, „თუმცა მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია“.

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი თავიდან ბოლომდე არის რთულ მდგომარეობაში.

გასული 20 წლის განმავლობაში პირველად, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული სისტემა შეუფერხებლად განვითარდეს. ჩვენ ქართულ საზოგადოებას ეს დაპირება მივეცით, დაპირება დიდწილად შესრულდა და მის შესრულებას განვაგრძობთ!

საქართველოს დემოკრატიული სისტემა რადიკალიზმის გარეშე ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება. ასეთ პირობებში ბევრად ნაკლები შეფერხება ექნება ჩვენს დემოკრატიულ წინსვლას და ყველა მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოსტი ნახა: 391


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე