ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

27-01-2025 18:32
კატეგორიები: პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის აღმასრულებელ და მმართველ დირექტორს კაპიტან მოჰამედ ჯუმა ალ შამისის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით თბილისის მშრალი პორტის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც აბუ-დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით ხორციელდება.

„თბილისის მშრალი პორტი წარმოადგენს თანამედროვე, ინტერმოდალურ ლოგისტიკურ ცენტრს- ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას, რომელიც ემსახურება მათ, აკავშირებს პორტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს. აღინიშნა, რომ ისფუნქციონირებას 2025 წელს დაიწყებს და შუა დერეფნის საშუალებით დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის როგორც საზღვაო, ისე მშრალი პორტების ქსელის გამოყენებით დააკავშირებს. მშრალი პორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283 000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული.

აბუ-დაბის პორტების ჯგუფი თბილისის მშრალი პორტის 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორია, რომელიც ახალ ლოგისტიკურ ცენტრს მართავს. კომპანიამ თბილისის მშრალი პორტის პროექტში ამ ეტაპისთვის 16 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რომლის მოცულობა პროექტის განვითარებასთან ერთად გაიზრდება.

კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ გამოთქვა საქართველოს მთავრობის ინტერესი აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან თანამშრომლობის გაფართოების კუთხით, მათ შორის სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 163


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!