ირაკლი კობახიძე - ერთ-ერთი ელჩისგან აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს, იმიტომ არ უნდათ რუსეთიდან ფრენები, რომ მეტი რუსი გადავა ევროპაში - რუსეთის მოქალაქეს ვიზა სჭირდება, რომ შევიდეს ევროპაში ან აშშ-ში, ამიტომ ეს არის სპეკულაციები

ირაკლი კობახიძე - ერთ-ერთი ელჩისგან აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს, იმიტომ არ უნდათ რუსეთიდან ფრენები, რომ მეტი რუსი გადავა ევროპაში - რუსეთის მოქალაქეს ვიზა სჭირდება, რომ შევიდეს ევროპაში ან აშშ-ში, ამიტომ ეს არის სპეკულაციები

05-07-2023 08:10
კატეგორიები: პოლიტიკა

ერთ-ერთი ელჩისგან აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს, იმიტომ არ უნდათ მათ შორის ეს ფრენები, რომ მეტი რუსი გადავა ევროპაში. როდესაც საუბარია, რომ საქართველოს გავლით რუსეთის მოქალაქეების უწყვეტი ნაკადი შევა ევროპაში, აბსურდია, ეს არის სპეკულაციები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, რუსეთის მოქალაქეს ვიზა სჭირდება იმისთვის, რომ შევიდეს ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ფრენებს რაც შეეხება, ერთ-ერთი ელჩისგან აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ. სასწაული თქვა, თითქოს, იმიტომ არ უნდათ მათ შორის ეს ფრენები, რომ ამ ფრენების გამოყენებით მეტი რუსი გადავა ევროპაში. რუსეთის მოქალაქეს ვიზა სჭირდება იმისთვის, რომ ევროპაში შევიდეს ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენი მეზობელი ქვეყნები რომ ავიღოთ - თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, აქ დღეში 150 ფრენა სრულდება. რაც შეეხება საქართველოს, დღეში 1 თუ 2 ფრენა სრულდება. მეზობელ ქვეყნებში სრულდება 150 და 1-2 საქართველოში. ასეთ დროს, როდესაც საუბარია, რომ საქართველო გამოყენებული იქნება გვერდის ავლისთვის, საქართველოს გავლით რუსეთის მოქალაქეების უწყვეტი ნაკადი შევა ევროპაში, ეს ხომ აბსურდია, ამაზე სპეკულირებას თითიდან გამოწოვილიც არ ჰქვია. ეს არის სპეკულაციები“,- აღნიშნა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზეც ისაუბრა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „როდესაც ვხედავთ, რომ ყველა ქვეყანა პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უფრთხილდება, ბუნებრივია, ჩვენც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა მოვუფრთხილდეთ“.

„რეალურად, ყველა ქვეყანა მაქსიმალურად ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე. რაც შეეხება ევროკავშირი-რუსეთის ვაჭრობას, ამ ვაჭრობის მოცულობა 200 მილიარდზე მეტია, ჩვენი ვაჭრობა კი ამის 1%-ზე ნაკლებია. ასეთ დროს, როდესაც ვხედავთ, რომ ყველა ქვეყანა პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უფრთხილდება, ბუნებრივია, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა მოვუფრთხილდეთ.

ჩვენ რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, ეს გამოიწვევდა მინიმუმ 2.5 მილიარდის დაკარგვას ჩვენი ქვეყნის მიერ. როგორ შეიძლება ასეთი ნაბიჯი გადადგა, როგორ შეიძლება საკუთარი ხელით დააზიანო საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესები?

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ამას ითხოვდა. ოპოზიცია ითხოვდა, რომ პირველივე წელს მინიმუმ 2.5 მილიარდი დოლარი დაგვეკარგა ჩვენი ქვეყნისთვის.

ეს არის მათი დამოკიდებულება, ჩვენ განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს“, - აღნიშნა კობახიძემ.

პოსტი ნახა: 642


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!