IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 86% მხარს უჭერს ევროკავშირში შესვლას, ნატოში გაწევრიანებას - 79%

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 86% მხარს უჭერს ევროკავშირში შესვლას, ნატოში გაწევრიანებას - 79%

16-11-2023 03:59
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 86% მხარს უჭერს ევროკავშირში შესვლას, 79% - ნატოში გაწევრიანებას.

გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 86% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში შესვლას (აქედან 73% სრულიად უჭერს მხარს, 13% კი გარკვეულწილად), ხოლო 79% - ნატოში გაწევრიანებას (აქედან 65% სრულიად უჭერს მხარს, 14% კი გარკვეულწილად).

ამავდროულად, საქართველოს ევროკავშირში შესვლის მხარდაჭერთა შორის 17% ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგი იქნება, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს, 74% - მაინც დაუჭერს მხარს, ხოლო 9%-მა არ იცის ან უარი თქვა პასუხზე.

ევროკავშირში შესვლის მთავარ სარგებლებს შორის 45% ეკონომიკის გაძლიერებას ასახელებს, 14% - უსაფრთხოებას, 14% - ქვეყნის განვითარებას, 8% - უკეთეს მომავალს.

ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლებებიდან გამოკითხულთა 27% საქართველოში პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახებელს, 17% - საქართველოს შიგნით წინააღმდეგობას, 13% - საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების არშესრულებას, 11% - ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობას, 6% - რუსეთს.

რაც შეეხება ნატოს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის მთავარ სარგებლებს შორის გამოკითხულთა 47% უსაფრთხოებას ასახელებს, 17% - თავდაცვას, 13% - ეკონომიკის გაძლიერებას, 6% - ქვეყნის განვითარებას, 5% - სტაბილურობას/მშვიდობას.

ნატოში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლებებიდან გამოკითხულთა 27% რუსეთს ასახელებს, 20% - ოკუპირებული რეგიონების სტატუსს, 14% - საქართველოში პოლიტიკურ არასტაბილურობას, 11% - საქართველოს შიგნით წინააღმდეგობას, 7% - ნატოს ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობას.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

პოსტი ნახა: 202


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!