საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებად საქართველოსთვის ევროკავშირსა და აშშ-ს მიიჩნევს - ჩინეთს 6% ასახელებს
IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებად საქართველოსთვის ევროკავშირსა და აშშ-ს მიიჩნევს - ჩინეთს 6% ასახელებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებად საქართველოსთვის ევროკავშირს და აშშ-ს თვლის.
კერძოდ, კითხვაზე, აღნიშნული ქვეყნებიდან რომელს თვლით ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორებად საქართველოსთვის?
ევროკავშირი - 51%
აშშ - 32%
აზერბაიჯანი - 19%
უკრაინა - 17%
თურქეთი - 16%
სომხეთი - 9%
რუსეთი - 9%
დიდი ბრიტანეთი - 9%
ისრაელი - 7%
ჩინეთი - 6%
ირანი - 1%
არცერთი - 8%
არ ვიცი - 8%
აღნიშნული ქვეყნებიდან რომელს თვლით საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად?
ევროკავშირი - 43%
აშშ - 31%
თურქეთი - 28%
აზერბაიჯანი - 24%
რუსეთი - 16%
ჩინეთი - 12%
უკრაინა - 12%
სომხეთი - 8%
ისრაელი - 5%
დიდი ბრიტანეთი - 5%
ირანი - 1%
არცერთი - 5%
არ ვიცი - 9%
კითხვაზე, აღნიშნული ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს?
რუსეთი - 77%
თურქეთი - 12%
აშშ - 9%
ირანი - 6%
ჩინეთი - 4%
სომხეთი - 4%
აზერბაიჯანი - 4%
უკრაინა - 3%
ევროკავშირი - 2%
ისრაელი - 1%
დიდი ბრიტანეთი - 1%
არცერთი - 3%
არ ვიცი - 9%
აღნიშნული ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს?
რუსეთი - 69%
თურქეთი - 11%
აშშ - 6%
ჩინეთი - 5%
უკრაინა - 3%
ირანი - 3%
აზერბაიჯანი - 2%
ევროკავშირი - 2%
სომხეთი - 2%
დიდი ბრიტანეთი - 1%
ისრაელი - <1%
არცერთი - 4%
არ ვიცი - 16%
მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან შემდგომ დიალოგს?
გამოკითხულთა 33% სრულად მხარს უჭერს, 24% გარკვეულწილად უჭერს მხარს, 7% გარკვეულწილად ეწინააღმდეგება, 33% კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 5% არ იცის/თავს იკავებს.
აღნიშნულ კითხვაზე რესპოდენტები ასე გადანაწილდა: ყველაზე მეტი 41%, რომელიც სრულად უჭერს მხარს რუსეთთან დიალოგს 56+ ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენს. ყველაზე მეტი, 44%, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება 18-35 ასაკობრივი ჯგუფია. მამაკაცების 36% და ქალების 30% სრულად უჭერს მხარს რუსეთთან დიალოგს. ყველაზე მეტი წინააღმდეგი, 40% ურბანულ დასახლებებს წარმოადგენს.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.