ჯასტინ ტრუდო - საჭიროების შემთხვევაში ამერიკის მიერ ტარიფების დაწესებაზე კანადის პასუხი იქნება მტკიცე და მკაფიო

ჯასტინ ტრუდო - საჭიროების შემთხვევაში ამერიკის მიერ ტარიფების დაწესებაზე კანადის პასუხი იქნება მტკიცე და მკაფიო

11-02-2025 17:51
კატეგორიები: მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკის მიერ ტარიფების დაწესებაზე კანადის პასუხი იქნება მტკიცე და მკაფიო.

ტარიფებზე საუბრისას კანადის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს არის „მიუღებელი“.

„კანადელები მტკიცედ და ენერგიულად დადგებიან ფეხზე საჭიროების შემთხვევაში“, – თქვა ტრუდომ პარიზის ხელოვნური ინტელექტის სამიტზე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. როგორც თავად პრეზიდენტი ამბობს, განკარგულება შეეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის მექსიკასა და კანადას.

პოსტი ნახა: 388


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე